ჩიკაგოში მცხოვრები ქართველი დიზაინერი სოფო ტიტვინიძე თბილისის მოდის კვირეულზე ხელნაკეთ სამკაულს წარადგენს. ქართველი თვითნასწავლი დიზაინერი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ჩიკაგოში, პირველად წარადგენს ხელნაკეთ სამკაულს თბილისში, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში.
ტიტვინიძე მნახველის წინაშე წარდგება ბრენდის სახელით "სოფო დიზაინი" (SoPo Designs). იგი დიზაინი მნახველებს წარმოუდგენს სამაჯურებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს, გულსაბნევებსა და საყურეებს.
თბილისის მოდის კვირეული უმასპინძლებს აქსესუარების გამოფენას, სადაც ქართველი ხელოვანები წარმოადგენენ ტრადიციულ ხელნაკეთ სამკაულს, ტყავისა და ქსოვილის ნამუშევრებს. აქსესუარების გამოფენა და თბილისის მოდის კვირეულის დიზაინერთა საგამოფენო დარბაზები წარმოდგენილი იქნება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში. მოდის კვირეული 4 მაისს დაიწყო და 8 მაისამდე გაგრძელდება.