თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზა გადაკეტილია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თორნიკე შიოლაშვილმა განუცხადა, მოძრაობის შეჩერება მეტეხის ხიდის ქვეშ წყალსადენის ცენტრალური მილის დაზიანებამ გამოიწვია. მისი თქმით, მილის გახეთქვამ ავტომობილების სავალი ტრასა დააზიანა, რამაც გზის გადაკეტვა გამოიწვია.
ადგილზე იმყოფებიან "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" წარმომადგენლები და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაო. მილის დაზიანების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.