დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა დამატებული ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ანდრო ალავიძე თქმით, დღეს არსებული ნორმის თანახმად, დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოსაკრებელს წარმოადგენს და მიმდინარეობს მუშაობა ამ საფასურის ტარიფად ჩამოყალიბებაზე. ტარიფში დღგ შედის.
"შესაბამისად, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებიც სწორედ საფასურის გაზრდის თავიდან აცილებისკენ არის მიმართული", - აღნიშნა ალავიძემ.