ტელეკომპანია "ალ-არაბიას" ინფორმაციით, ეგვიპტის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჰაბიბ ალ-ადლის 12 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ალ-ადლი შინაგან საქმეთა მინისტრი მუბარაქის გადაყენებამდე იყო. მას ბრალი კორუფციულ გარიგეგებში მონაწილეობისთვის წაუყენეს. ალ-ადლი მუბარაქის დროინდელ მინისტრებს შორის პირველია, რომელსაც ეგვიპტის სასამართლომ ბრალი წაუყენა.
სასამართლოს ექს შს მინისტრს 7 წელი სპეკულაციისთვის, 5 წელი კი ფულის გათეთრებისთვის მიუსაჯა. სასამართლომ მას 15 მილიონი ეგვიპტური ფუნტის (2,5 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა დააკისრა. ალ-ადლის ჯარიმები სხვადასხვა ოდენობის ჯარიმები დაეკისრა "პროდემოკრატიული აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლისთვის".