რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს მოსახლეობას 9 მაისთან დაკავშირებით, მისალოცი მიმართვა გამოუგზავნა, რომელშიც გამარჯვების დღეს მიულოცა ვეტერანებსა და ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას კეთილდღეობა და აყვავება უსურვა.
"გულითადად გილოცავთ შესანიშნავ დღესასწაულს - გამარჯვების დღეს. გაზაფხულის ამ დღეებში საქართველოსა და რუსეთის ხალხები კვლავ იხსენებენ ჩვენს საერთო მდიდარ ისტორიას და პატივს მიაგებენ გმირ-განმათავისუფლებლებს, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ჰიტლერელელ დამპყრობლებთან და შეძლეს დაეცვათ მამულის თავისსუფლება და დამოუკიდებლობა", _ ნათქვამია მიმართვაში.
"გამარჯვება დაგვრჩა საშინელ ფასად - ყველა ოჯახმა იგრძნო დნაკარგის სიმწვავე. ჩვენი საერთო ვალია - დავიცვათ წმინდა ხსოვნა გამარჯვებულების გმირობისა, შთავუნერგოთ ახალგაზრდობას პატრიოტიზმისა და სიამაყის გრძნობა ჩვენი საერთო გამარჯვების გამო", _ აღნიშმავს რუსეთის პრეზიდენტი.
"რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ერთგული კეთილმეზობლობის საუკუნოვანი ტრადიციებისა და მეგობრობისა ქართველ ხალხთან. ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო აყვავებულ და თავისუფალ სახელმწიფოდ, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობს თავის მეზობლებთან", - ნათქვამია მიმართვაში და აღნიშნულია, რომ "ამ დიდებულ დღესასწაულზე გვინდა გადმოგცეთ ყველაზე გულთბილი სურვილები და ქართველ ვეტერანებს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე, კეთილდღეობა და სტაბილურობა ვუსურვოთ მთელს ქართველ ხალხს", _ ნათქვამია დიმიტრი მედვედევის მიმართვაში ქართველი ხალხისადმი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" ავრცელებს.