ჰოლანდიისა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროები აღშფოთებას გამოთქვამს ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ჰოლანდიამ და დანიამ გარდამავალი მთავრობა ლეგიტიმურად სცნო. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებით, ჰოლანდიასაც და დანიასაც ლიბიის გარდამავალი მთავრობა ლეგიტიმურად არ უღიარებია.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენელმა რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ ჰოლანდიამ, დანიამ და ესპანეთმა გარდამავალი მთავრობა ლეგიტიმურად სცნო. ოფიციალურ მადრიდს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.