ირკუტსკთან ახლოს, სადაც უცნობ მფრინავ ობიექტებს ხშირად პოულობენ, მკვდარი უცხოპლანეტელი იქნა აღმოჩენილი.
ორი ადამიანი, რომლებმაც ვიდეოზე ეს უცნაური აღმოჩენა დააფიქსირეს, ამტკიცებს, რომ ციმბირის გაყინულ ტერიტორიაზე მათ მკვდარი უცხოპლანეტელი იპოვეს.
უცხოპლანეტელი პირღია იყო, მას გამხდარი, ძლიერ დაზიანებული სხეული ჰქონდა და თოვლში ნახევრად დაფლული გვერდულად იწვა. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ირკუტსკი უფოლოგთა შორის ძალიან პოპულარულად ითვლება.
უცხოპლანეტელის შესახებ ინტერნეტში დადებულმა ამ ვიდეორგოლმა მთელს მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია. იგი ასობით ათასმა ადამიანმა ნახა.
ამ უცნაური არსების სხეულის სიგრძე ორი ფუტია. მარჯვენა ფეხის ნაწილი კი აკლია. თავის ქალაზე თვალები და პირი ღრმადაა ჩამჯდარი.
ის ადამიანები, რომლებსაც უცნობი მფრინავი ობიექტების სწამთ, მიიჩნევენ, რომ უცხოპლანეტელის გვამი საკუთარმა თვისტომებმა კატასტროფის შემდეგ დატოვეს. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ უცხოპლანეტელების საქმეებით დაინტერესებულმა რუსმა სამხედრო სპეციალისტებმა მისი გვამი დაკარგეს და ხელუხლებლად დატოვეს კატასტროფის ადგილი.
ამ ადგილებში უცნობ მფრინავ ობიექტებს ხშირად ხედავენ. ყოველწლიურად ათობით ახალი შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ერთი თვის წინაც გავრცელდა, რომ ირკურტსკთან ახლოს უცნობმა საფრენმა ობიექტმა კატასტროფა განიცადა.
"საკუთარ თვალებს არ ვენდეთ, როცა უცხოპლანეტელი ვიპოვეთ. უცნაურია, რომ მის ახლოს კოსმიური ხომალდის არანაირი კვალი არ შეიმჩნეოდა. შესაძლოა, ხომალდი წაიღეს, მისი გვამი კი ვერ შენიშნეს",_აღნიშნა იგორ მოლოვიჩმა, რომელმაც უცხოპლანეტელი ვიდეოზე დააფიქსირა.