"ქართული პარტიის" მიერ ორგანიზებული პირველი საპროტესტო აქცია კახეთში გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქართულ პარტიაში განუცხადეს, ხელისუფლების შეცვლა საგარეჯოდან დაიწყება.
"ეტაპობრივად საპროტესტო აქციები მთელს საქართველოში გადაინაცვლებს, თუმცა ის ყველა რეგიონში 9 მაისს არ დაიწყება", - განმარტავენ პარტიაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია დეტალურ ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" გარდა, 21 მაისიდან ხალხის ქუჩაში გამოყვანას აპირებს "სახალხო კრებაც", რომელმაც აღნიშნულის შესახებ უკვე ოფიციალურად დაანონსა.