"ქართულმა პარტიამ" საპროტესტო აქციების დაწყების თარიღი გამოაცხადა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, აქციები 9 მაისიდან დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია დეტალურ ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებს, თუმცა ცნობილია, რომ მანიფესტაციებში რეგიონების მაცხოვრებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" გარდა, 21 მაისიდან ხალხის ქუჩაში გამოყვანას აპირებს "სახალხო კრებაც", რომელმაც აღნიშნულის შესახებ უკვე ოფიციალურად დაანონსა.
როგორ გაიმართება "ერთ პოლიტიკურ მოედანზე", ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა საპროტესტო აქციები, ჯერ-ჯერობით უცნობია.