უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი საბჭო (შურა) "ახალი ლიდერის არჩევის საკითხში დიდ სიძნელეებს განიცდის. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყული გაზეთი "ას-საბახი" ავრცელებს.
თავდაპირველად, იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბინ ლადენის "მემკვიდრე" ალ ქაიდაში "ადამიანი ნომერი ორი" აიმან აზ-ზავახირი გახდებოდა, თუმცა იგი ზოგი ლიდერის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა. ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნება თუკი ხელმძღვანელობა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლის ხელში გადავა.
გაზეთის ინფორმაციით, 60 წლის აზ-ზავახირი ხუთ ბოევიკთან ერთად ოთხი თვის წინ პაკისტანის ტყეებში ნახეს. სავარაუდოდ იგი, პაკისტანს, იემენსა და სომალს შორის მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში აშშ-ს სპეცდანიშბულების რაზმების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი უსამა ბინ ლადენი გაანადგურეს.