კობა სუბელიანი უცხოელ მაგისტრანტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ერთი კვირით ჩამოვიდნენ. გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) ჰუმანიტარული საქმიანობის ფაკულტეტის მექსიკელი, კანადელი, ფრანგი და სხვა ქვეყნის 15 სტუდენტი საქართველოში ჰუმანიტარული საქმიანობის გასაცნობად ჩამოვიდა.
ჰუმანიტარული საქმიანობის ქსელი „ NOHA" არის ევროპული სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს ევროკომისია და ისწავლება ევროპის შვიდ უნივერსიტეტში, მათ შორის გრონინგენის უნივერსიტეტში. პროგრამა აქცენტს აკეთებს ჰუმანიტარულ საქმიანობაზე. მისიის მიზანია გაეცნონ ჰუმანიტარულ საქმიანობას საქართველოში.
მაგისტრანტები ასევე დაინტერესდნენ, კრიზისულ სიტუაციაში საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება როგორ განხორციელდა, როგორია დევნილთა განსახლების პროცესი და განვითარებაზე ორიენტირებული რა პროექტები ხორციელდება მათთვის.
„ჰუმანიტარული საქმიანობის მაგისტრები სამინისტროს საქმიანობითა და დევნილი საზოგადოების მდგომარეობით დაინტერესდნენ. კითხვები ჰქონდათ ასევე აგვისტოს ომზე, რა ჩაიდინა რუსეთმა საქართველოში და რამდენი ათასი ოჯახი აქცია დევნილად. ეს ადამიანები ამ ყველაფრის შესახებ თავიანთ ქვეყნებში მოყვებიან. ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანები ჩვენი ქეყნის ელჩები არიან", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ერთ-ერთმა მაგისტრანტმა ბობ ფილიპ ჯუსუმ აღნიშნა, ჯგუფისთვის საქართველოში ვიზიტით ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„ჩვენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატები ვართ, საქართველოში ფიზიტი ძალიან შთამბეჭდავია ჩვენთვის. მინისტრთან შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. მივიღეთ ინფორმაცია დევნილებისა და მათ მიმართ განხორციელებულ ჰუმანიტარული პროექტების შესახებ, რაც ჩვენი პროფესიასთან პირდაპირ კავშირშია", - აღნიშნა ბობ ფილიპ ჯუსუმ .
უცხოელი მაგისტრები სართაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებსაც შეხვდებიან და ჰუმანიტარულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს გაეცნობიან.