ლატვიაში ველოსიპედის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ლატვიური პორტალის, ves.lv-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა. მისი აყვანა ალუქსნენის რაიონში, ლატვიის სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.
არსებული ცნობით, საქართველოს 28 წლის მოქალაქე ლატვიაში არალეგალურად 2009 წლიდან იმყოფებოდა, თუმცა იქამდე, 2001 წლიდან მოყოლებული ჯერ გერმანიაში, შემდეგ ჩეხეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები