ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრების გადამზადებას იწყებს. ტრენინგის პირველი ეტაპი 2 თვეს გაგრძელდება და მის ფარგლებში 100-მდე სპეციალისტი გაივლის გადამზადებას.
სპეციალური კურსები 10 სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდება. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია კურსები კრიზისული ჩარევის სპეციალისტებისა და ხანგრძლივი მოვლის სამსახურის მედიკოსებისთვის.
სწავლება იმ მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდ „გლობალური ინიციატივა - ფსიქიატრიაში" შორის გაფორმდა.
ტრენინგს საზღვარგარეთის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტები ატარებენ.
გადამზადებული ქართველი სპეციალისტები სწავლებას საკუთარ კოლეგებს ჩაუტარებენ. ტრენინგს დღეს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დაესწრო.