მოძრაობის "არა" წევრებმა პრეზიდენტის ბებიის მიწის ნაკვეთისა და ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ვილის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თიკო ნობლოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილის "2 ტყუპი" სახლო ლოტკინზე, ირეთუბანში მდებარეობს, მიხეილ სააკაშვილმა კი საჩუქარი გაუკეთა ბებიას, მზია წერეთელეს და მას მიწის ნაკვეთი ე.წ. ქოშიგორაზე გადასცა, რომელსაც უკვე გრანდიოზული გალავანი არტყია და სასახლის ასაშენებლად საძირკველია გათხრილი.
"მოძრაობა "არა" მიიჩნევს, რომ "ვარდების" ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანს, მინისტრებს, პრეზიდენტს - მის ოჯახს, უნდა ჩამოერთვას უკანონოდ შეძენილი და გადაფორმებული ქონება. ამ სამართლიანობის აღსრულება კი საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ნიბლოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "არამ" ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სახლების ამსახველი ფოტოები რამდენიმე თვის წინაც წარადგინა. 17 თებერვლის გამოფენაზე წარდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ძმები ბეჟუაშვილის, ცეზარ ჩოჩელის, ვანო მერაბიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი ბარამიძის, კოტე კუბლაშვილის და დავით კეზერაშვილის სახლები.