BBC-ის ინფორმაციით, იაპონიის ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის პირველ რეაქტორზე, 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ მუშებმა მუშაობა განაახლეს. ისინი ვენტილაციის სისტემის ინსტალაციას იწყებენ, რათა ჰაერში დაბინძურებული რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა შეწყდეს.
ტოკიოს ენერგეტიკული სააგენტოს (Tepco) ინფორმაციით, რეაქტორზე 12 მუშა იმუშავებს, რომლებიც ერთმანეთს ყოველ 10 წუთში შეეცვლებიან. გადაწყვეტილების მიღებამდე რეაქტორში რობოტები შეუშვეს. მათზე დამონტაჟებული იყო კამერები, რომლებმაც დააფიქსირეს რომ რეაქტორზე რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყლები დაგუბებული არ იყო. Tepco ვარაუდობს რომ ახალი სავენტილაციო სისტემა მუშაობას დღის ბოლომდე დაიწყებს.
11 მარტს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამა და ცუნამიმ დააზიანა გამაგრილებელი სისტემა, რამაც საწვავის ღეროების გადახურება გამოიწვია. სპეციალისტების ვარაუდით, რადიაციის დონემ შენობის შიგნით დაიკლო, რაც ახალი გამაგრილებელი სისტემის ინსტალაციაზე მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. სულ 4 რეაქტორი დაზიანდა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი რეაქტორია.
სტიქიებს ბოლო მონაცემებით 14 785 ადამიანი ემსხვერპლა. დღემდე დაკარგულად ითვლება 10 271 ადამიანი.