ერაყში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაიჭრა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, აფეთქება ერაყის სამხრეთით, ქალაქ ჰილაში მოხდა.
პოლიციის შტაბთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომობილში აიფეთქა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.