ლიბიაში ნატოს მოქმედებების შედეგად მუამარ კადაფის სამხედრო არსენალის დაახლოებით 40-50 % განადგურდა. ამის შესახებ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
ფრატინის თქმით, კოალიციის ოპერატიულმა ქმედებებმა ათობით ათასი ადამიანის დაღუპვის შეჩერება შეძლო. ამასთან, იტალიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, ლიბიაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, ნატოს კოალიციური ძალების თვითმფრინავებმა მარტო სამშაბათს ლიბიაში 161 გაფრენა განახორციელეს, მათ შორის, 62 საბრძოლო დანიშნულების, გაანადგურეს ექვსი ტანკი და ორი რაკეტგამშვები დანადგარი, ერთი ჯავშანტრანსპორტიორი და საბრძოლო იარაღების ხუთი საწყობი.
ლიბიაში 19 მარტიდან საერთაშორისო კოალიციის მხრიდან სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ავიადარტყმები მუამარ კადაფის მომხრეთა სამხედრო ობიექტებსა და ქვედანაყოფებზე ხორციელდება.