დღეს, 5 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნიუ-იორკში ჩავა და იმ ადგილს მოინახულებს, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი - „ტყუპები" იყო განთავსებული.
ბარაკ ობამა გეგმავს შეხვედრას 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებთანაც.
ნიუ-იორკში ჩასვლის საბაბი მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენს ე.წ. „ტყუპებს" ტერორისტების მიერ გატაცებული ორი თვითფრინავი შეეჯახა. იმ დღეს გარდა მშვიდობიანი მოქალაქეებისა დაიღუპა 19 კამიკაძე-ტერორისტი. ამას გარდა, ამ დღეს ტერორისტების მიერ გადაცებულ იქნა კიდევ 2 თვითმფრინავი, რომელთაგან ერთი ვირჯინიის შტატში, პენტაგონის შენობას შეეჯახა, მე-4 თვითმფრინავი კი მგზავრთა წინააღმდეგობის შედეგად პენსილვანიის შტატში, სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. აღნიშნული ტერორისტული აქტი მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბენ ლადენის ორგანიზებული იყო.
ტერაქტის მსხვერპლთა ნარჩენების ამოცნობა ოფიაცალურად მხოლოდ 2002 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
2002 წლის 20 აგვისტოს ტერაქტის დროს გარდაცვლილთა პირველი ოფიციალური სია გამოქვეყნდა. მასში 2819 ადამიანია მსოფლიოს 80 ქვეყნიდან.
დღეისათვის, "დნმ"- ის ანალიზითა და ნათესავთა დახმარების შედეგად ამოცნობილია 1102 ადამიანი. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 40 წელი იყო. გარდაცვლილთა უმეტესი ნაწილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გონებრივ შრომას ასრულებდნენ. ესენი იყვნენ პროგრამისტები, ბანკის მოსამსახურეები სადაზღვევო ფირმების წარმომადგენლები. მრავალი მათგანი თავისი კარიერის პიკზე იმყოფებოდა. სულ მცირე 59 გარდაცვლილს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
პენტაგონის შენობაში შეჭრის შედეგად გარდაიცვალა 184 ადამიანი: 120 თანამშრომელი და 64 ეკიპაჟის წევრი. 44 ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავში, რომელიც ტერიტორისტებმა მოიტაცეს და რომელიც პენსილვანიამდე არ მიფრინდა.
ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმა "ალ-ქაიდას" 500 ათასი დოლარი დაუჯდა. გერმანიის დაზვერვის სამსახურში კი ფიქრობენ, რომ ამ ტერაქტრის ორგანიზებისთვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ზარალი კი გაცილებით მეტი - 135 მილიარდი დოლარი, ათასობით გარდაცვლილი და ათი ათასობით დაინვალიდებულ ადამიანი იყო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის სპეცსამსახურებმა 5 ათასზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს ან ტყვედ აიყვანეს.