საზოგადოებრივი აზრი ზეწოლის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვიტა არ გამოქვეყნოს ლიკვიდირებული ოსამა ბინ ლადენის ცხედრის ფოტოები, როგორც მისი გარდაცვალების მტკიცებულება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივნიმა ჯეი კერნიმ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯეი კერნის თქმით, ობამას მიაჩნია, ფოტოების გამოქვეყნება არავითარი დამატებითი მტკიცებულება არ იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ბინ ლადენის სიკვდილი ეჭვის ქვეშ დააყენეს.
თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ არსებობს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის დამადასტურებელი მრავლი მტკიცებულება და დამატებითი მასალების გამოქვეყნების აუცილებლობა არ დგას.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე აშშ-ის მარალჩინოსნები ირწმუნებოდნენ, რომ თეთრი სახლი ბინ ლადენის ლიკვიდაციის დამადასტურებელ ფოტოებს გამოქვეყნებდა.