ამ წუთებში თეთრ სახლში ბრიფინგი იგეგმება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ვაშინგტონიდან აცნობეს, სავარაუდო, გაკეთდება განცხადება პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ნომერ პირველი ტერორისტის ოსმა ბინ ლადენის გადრაცვალების დამადასტურებელი ფოტოდა ვიდეომასალის გამოქვეყნებას ეხება.
თეთრი სახლი მიმდინარე ეტაპზე თავს შეიკავებს ლიკვიდირებული ბინ ლადენის ფოტოების გამოქვეყნებაზე.
თეთრ სახტან დაახლოებული პირების განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს წევრებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
შეგახსნებთ, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის სედეგა თეთრმა სახლმა განახცადა, რომ ის ლიკვიდირებული ტერორისტის ფოტომასალას გამოაქვეყნებდა.