ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ოფიციალურ სიმბოლოებზე, ისევე როგორც სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე, საავტორო უფლები არ გავრცელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილება შედის "საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ" კანონში.
დღეს არსებული ნორმის თანახმად, საავტორო უფლება არ ვრცელდება სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები).
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნულს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოებიც ემატება.