იტალიის თავდაცვის მინისტრი იგნასიო ლა რუსა ტელეგადაცემაში სტუმრობისას უხერხულ მდგომარეობაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც გაირკვა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვინაობის შესახებ არაფერი იცოდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Messaggero იტობინება.
გადაცემის მსვლელობისას ლიბიაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს და მუამარ კადაფისა და სილვიო ბერლუსკონის ურთიერთობასაც შეეხნენ.
იტალიის ერთი-ერთი პარტიის ლიდერმა ფერდინანდო კაზინიმ ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ციტატა მოიყვანა, რაზედაც იტალიის თავდაცვის მინისტრმა ლა რუსამ დახმარების მიზნით თანაშემწეს მიმართა და ჰკითხა, ვინ იყო ლუკაშენკო?
მოულოდნელად, ჩინოვნიკის გვერდით ჩართული კამერა აღმოჩნდა, რომელმაც მინისტრის შეცდომა დააფიქსირა.