5 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარეობის კანდიდატი გიგა კობალაძე გამართავს სამოქმედო პროგრამის პრეზენტაციას.
წარმოდგენილი პროგრამა გულისმობს საქართველოს ავტორთა საზოგადოების რეფორმირების სამოქმედო გეგმას.
პრეზენტაცია გაიმართება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" შენობაში - (რუსთაველის გამზ. #30). პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ავტორთა საზოგადოების წევრი რეჟისორები, კომპოზიტორები, მწერლები და სხვა ავტორები.