საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდთან ოპოზიციური პარტიების ინდივიდუალური შეხვედრების დაწყების თარიღი უცნობია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
"ვფიქრობ, ინდივიდუალური კონსულტაციები არის უფრო სწორი გზა, რადგან ოპოზიციამ თავის დროზე თავადვე გადაწყვიტა, რომ ეს ფორმატი უნდა შეწყვეტილიყო", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება კონსულტაციების დაწყების თარიღს, კუბლაშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობა" რვიანის ფორმატის ჩაშლის შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა ინდივიდუალურ ფორმატში შესთავაზა.