ინდოეთში საქართველოს საელჩომ ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება დაასრულა. ქართველმა დიპლომატებმა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტები უკვე გაცვალეს.
რვა ქართველი მეზღვაური სამშობლოში რამდენიმე დღეში ბიუროკრატიული პროცედურების გავლის შემდეგ დაბრუნდება. თურქული კომპანია "პინოგ-შეპინგის" კომპანიამ კატასტროფა ინდოეთის ოკეანეში განიცადა, ქართული ეკიპაჟი კი ინდოეთში დააკავეს და კატასტროფის მიზეზების დადგენამდე ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.
გამოძიებით უკვე დადგინდა, რომ გემის ჩაძირვა კაპიტნის შეცდომით იყო განპირობებული და ეკიპაჟის წევრები უფდანაშაულონი არიან.