აშშ-ის სენატში ინდიელების საქმის შემსწავლელი კომიტეტის დირექტორი ლორეტა ტუელი აცხადებს, რომ "ჯერონიმოს" სახელის გამოყენება, რომელიც აშშ-ის სამხედრო სპეცნაზმა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდიციის მიზნით ახსენა, შეურაცხმყოფელია. ამის შესახებ "Associated Press"-ი იტყობინება.
საქმე ისაა, რომ ჯერონიმოს სახელი ინდიელი აპაჩების ტომის ლიდერს უკავშირდება. მე-19 საუკუნის შუა წლებში ჯერონიმო "ამერიკელ დამპყრობთა" წინააღმდეგ ინდიელთა მიერ გაჩაღებულ ბრძოლას ხელმძღვანელობდა. საბოლოოდ იგი იძულებული გახდა, მტერს დანებებულიყო. ჯერონიმოს შესახებ არაერთი წიგნი დაიწერა და რამდენიმე კინოსურათიც გადაიღეს.
ამასთან, ლორეტა ტუელმა აღნიშნა, რომ "ძირძველ ამერიკელთა" ერთ-ერთი ღირსეული გმირის და აშშ-ის მთავარი მტრის სახელების ერთმანეთთან დაკავშირება დაუშვებელია. სწორედ ამიტომ 5 მაისს დანიშნული კომიტეტოს სხდომა ინდიელებთან მიმართებით არსებულ რასობრივ სტერეოტიპს მიეძღვნება.
შეგახსენებთ, 1 მაისს "ალ-ქაიდას" ლიდერის განადგურების ოპერაციის დროს კოდური სიტყვა "ჯერონიმო" ფიგურირებდა. ეს სახელი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ შეიტყვეს.