მასობრივი არეულობისა და შეტაკევების გამო ქართველები სირიას ტოვებენ.
10 სტუდენტი, რომელიც დამასკოში სწავლობდა, საქართველოში დღეს გამოემგზავრება.
საქართველოს მოქალაქეები თბილისში სახმელეთო ტრანსპორტით ბრუნდებიან, რის გამოც მგზავრობას რამდენიმე დღე დასჭირდება.
სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქართველმა დიპლომატებმა ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია მისცეს და სხვებსაც ურჩიეს, ამ ეტაპზე სირიაში მოგზაურიბისაგან თავი შეიკავონ.