დღეს, 12.00 საათზე, დედაქალაქისა და თითქმის მთელი საქართველოს გამგეობებთან საპროტესტო აქციები გაიმართა.
ერთ-ერთი აქცია ძველი თბილისის გამგეობის შენობის წინ მოეწყო. ახალგაზრდების შეფასებით, გამგეობები "ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ოფისებს წარმოადგენენ, სადაც "პატარა სააკაშვილები მოკალათებულან", ამიტომაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები გამგებლებს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
როგორც მოძრაობა "არას" წარმოამდგენელმა თიკო ნიბლოშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ესაა გამოსაფხიზლებელი აქცია, რომელიც 21 მაისამდე პერიოდულად გაიმართება.
"სახალხო კრება საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ყველა იმ ადამიანთან მივიდოდოთ, რომელიც დანაშაულში არიან შემჩნეულნი. ჩვენი სურვილია, სანამ დროა, გამგებლები გონს მოეგონ და საპროტესტო აქციებზე ხალხის გვერდით დადგნენ",_აღნიშნა ნიბლოშვილმა.
მისი თქმით, 21 მაისამდე საპროტესტო აქციები სხვა ჩინოვნიკთა სახლებისა და სამუშაო ადგილების წინ მოეწყობა.