ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე დღეს მცხეთას სტუმრობდა. ლიტვის პირველმა პირმა საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს, რომელიც არაოფიციალურ შეხვედრებს დაუთმო, ჯვრისა და სვეტიცხოვლის ტაძარი დაათვალიერა.
მცხეთაში გამგზავრებამდე დალია გრიბაუსკაიტე ოკუპაციის მუზეუმს სტუმრობდა, იქამდე კი იაშვილის სახელობის კლინიკა დაათვალიერა და დღენაკლულ, უსინათლო ჩვილ ბავშვთა შესახებ იმ პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ლიტვის მხარდაჭერით ხორციელდება.
ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე თბილისში გუშინ ჩამოვიდა. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.
დალია გრიბაუსკაიტე თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, საქართველოდან კი ის დღეს სომხეთში გაემგზავრება.