ქვესადგურში "ზღვისპირეთი" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 5 მაისს 10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის გამზირს, ხუდადოვის, სტურუას, ბენდელიანის, წერონისის, ჟღენტის, მანჯგალაძის, ქებურიას, სანავარდოს, ჩოდრიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
6 მაისს 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ლოტკინის სანერგე მეურნეობას, ჟღენტის, კახიანის, ზედაუბნის, წერონისის, ლაითურის, ჩოდრიშვილის, ზღვისუბნისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.