საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 74 წლის ასაკში ქართველი ლეგენდარული მეკარე სერგო კოტრიკაძე გარდაიცვალა. კოტრიკაძე შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით დაიღუპა.
კოტრიკაძე 1964 წელს თბილისის "დინამოსთან" ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ის საქართველოს U15 ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და გუნდს „ლენარტ იოჰანსონის თასი 2011"-ის გათამაშებაზე ახლდა.
კოტრიკაძე 1957-70 წლებში თბილისის "დინამოს" გოლკიპერი იყო. საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 26- მატჩი და 58 საერთაშორისო შეხვედრა. კოტრიკაძე 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და მეჩვიდმეტე ოლიმპიური თამაშებზე საბჭოთა ნაკრების ერთ-ერთ წევრი იყო.
კოტრიკაძეს მიღებული აქვს სსრ კავშირის ჩემპიონის (1964) და სამი ბრინჯაოს (1959, 1962, 1967) მედალი. 1969 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1962 წელს აღიარეს სეზონის საუკეთესო მეკარედ და მიეკუთვნა ჟურნალ "ოგონიოკის" პრიზი. ოთხჯერ შედიოდა "33 საუკეთესოს" სიაში (1960-63). არის ქართული ფეხბურთის XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების კარის დარაჯი. ღირსების ორდენის კავალერი.