შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფრო ვასილ სანოძე მკურნალობას ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გააგრძელებს. სანოძე ღუდუშაურის კლინიკიდან გვიან ღამით გაწერეს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის მაღალჩინოსანი თავის არეში მიყენებული ჭრილობით ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ, გამთენიისას მოათავსეს. ოფიციალური ინფორმაციით, ვასილ სანოძეს ტაბელური იარაღი გაუვარდა, თუმცა პირადად საუბრებში მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობასაც არ გამორიცხავენ.
სანოძე ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შორის ერთ-ერთია, რომელთა სახელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.