შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს.
"ვასილ სანოძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერილია. მან საავადმყოფო წუხელ დატოვა", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ღუდუშაურის კლინიკაში, თუმცა სად აგრძელებს შსს-ის მაღალჩინოსანი მკურნალობას არ აკონკრეტებენ.
როგორც სანოძის ნათესავები გუშინ აცხადებდნენ, შესაძლოა ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაეფრინათ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის მაღალჩინოსანი თავის არეში მიყენებული ჭრილობით ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ, გამთენიისას მოათავსეს. ოფიციალური ინფორმაციით, ვასილ სანოძეს ტაბელური იარაღი გაუვარდა, თუმცა პირადად საუბრებში მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობასაც არ გამორიცხავენ.
სანოძე ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შორის ერთ-ერთია, რომელთა სახელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.