ლიბიის ხელისუფლება და ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნას აცხადებენ, მაგრამ ერთმანეთისთვის მიუღებელი პირობების საფუძველზე.
შესაბამისი განცხადება ლიბიაში გაეროს მიერ სპეციალმა წარგზავნილმა აბდელ ილახ ალ-ჰატიბმა გააკეთა.
როგორც გაეროს ოფიციალური საიტი იტყობინება, ლიბიის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის პირობა დადო, თუ ოპოზიცია იგივე გააკეთებს და ამავდროულად, ნატო შეწყვეტს თავის ოპერაციას.
ლიბიის ხელისუფლება ითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მეთვალყურეობის რეჟიმი გაერომ დააწესოს.
თავის მხრივ, ამბოხებულები მოითხოვენ პოლკოვნილ მუამარ კადაფის და მისი ოჯახის ქვეყნიდან გაძევებას და მათ არდაშვებას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.