საქართველოში გამთენიისას მიწისძვრა მოხდა.
2,5 ბალის მიწისქვეშა ბიძგები 05:00 საათისთვის დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 37 კილომეტრში, წალკის რაიონის სოფელ თრიალეთთან მდებარეობდა.
დაბალი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების გამო ის ნაკლებად იგრძნობოდა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიწისძვრა მეოთხედ დაფიქსირდა.
2 მაისს ონის რაიონში მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4 ბალი შეადგინა.
იმავე დილით, ამავე რაიონში 3.2 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო 30 აპრილს - 3,3 ბალის სიმძლავრის.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.