ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ცნობილი ეკონომისტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორის ოლივიე ბლანშარის წიგნის „მაკროეკონომიკა" (მე-5 გამოცემის)ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის და თსუ-ის გამომცემლობის მიერ მომზადებული წიგნის ქართული თარგმანი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.