"ქრისტიან-დემოკრატები" ძალოვანი უწყებების პენსიონერების მიმართ არსებული სახელმწიფო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" თელავში ძალოვანი უწყებების პენსიონერებს შეხვდნენ, რომელთა მიმართაც 1998 წლიდან 2002 წლამდე, სახელმწიფოს დავალიანება აქვს.
"მათმა ნაწილმა სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, სახელმწიფო ჯიუტად უარს ამბობს დავალიანების გასტუმრებაზე, რაც ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მთავრობის წევრების მოწვევა სთხოვა, რათა აღნიშნული საკითხის გარკვევა მოხდეს.