"ქრისტიან-დემოკრატები" საპარლამენტო ურავლესობას იმ ფაქტების გახსენებას სთხოვენ, როდესაც ჟურნალისტმა სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვებასთან დაკავშირებით საქმე მოიგო.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, თუ ხელისუფლებას არ ახსოვს ფაქტი, რომ ვინმეს ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე მოეგოს, არც მას ახსოვს ჟურნალისტის მიერ მოგებული საქმე.
მისი თქმით, არ ახსენდება, რომ 2006 წლიდან დღემდე საერთო მაუწყებლობაზე ლიცენზია გაცემულიყო, რადგან ამ სფეროში სისტემა ჩაკეტილია.
"თუ არ იქნა პლურალისტური თავისუფალი გარემო, თუ არ შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები სამაუწყებლო მედიაში, ბუნებრივია, ამ მხრივ არ იქნება მიღწეული მთავარი, როცა ადამიანს შეუძლია მიიღოს ერთ არხზე ერთი ინფორმაცია, მეორეზე კი მეორე", - განაცხადა ვეფხვაძემ.