შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ღუდუშაურის კლინიკის საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს.
ცენტრში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ სანოძეს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
"ვასილ სანოძე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბულურად მძიმეა. სხვა ინფორმაციას ოჯახის წევრების გარდა, სხვა პირებზე ვერ გავცემთ", - აცხადებენ კლინიკის საინფორმაციო ცენტრში.
გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ის მაღალჩინოსანი შესაძლოა სამკურნალოდ უცხოეთში გაამგზავრონ.
შეგახსენებთ, რომ ვასილ სანოძე, ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დილით მოათავსეს. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ის წარმომადგენელთა მტკიცებით, სანოძეს ტაბელური იარაღი გაუვარდა.