ნიუ-იორკში საერთაშორისო კინოფესტივალ Tribeca Film Festival-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი პრიზი მიიღო შვედურმა ფილმმა "ის მაიმუნობს" (She Monkeys). იგი რეჟისორ ლიზი აშანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმის გმირები _ ემა და კასანდრა მხედარ ქალებს განასახიერებენ. თავდაპირველად მათ შორის მეგობრული ურთიერთობა მყარდება, რაც მოგვიანებით კონკურენციაში გადადის.
აღსანიშნავია, რომ ფილმის შემქმნელმა 25000 დოლარის ოდენობით პრემია მიიღო.
BBC News-ის ინფორმაციით, საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად ალმი ხალერის Bombay Beach-ი აღიარეს. ამ დროს კი ფესტივალ Tribeca-ს საიტზე მნახველებმა საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად ჯერი როტუელის ფილმი "დონორი უცნობია" მიიჩნიეს.
შეგახსენებთ, ნიუ-იორკში კინოფესტივალი Tribeca 2002 წლიდან იმართება. წელს ეს ღონისძიება 20 აპრილს დაიწყო.