შვეიცარიის ხელისუფლებამ 830 მილიონი ფრანკი გაყინა, რომელიც, შესაძლოა, მუამარ კადაფისა და ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის ანგარიშებს უკავშირდებოდეს.
თანხის დიდი ნაწილი, შესაძლოა, ეგვიპტის ყოფილ ლიდერ ჰოსნი მუბარაქს ეკუთვნოდეს. საუბარია 410 მილიონ ფრანკზე. ლიბიის ლიდერის გარემოცვის საკუთრება კი 360 მილიონი ფრანკია.
ცნობისთვის, 2011 წლის იანვარში შვეიცარიამ კოტ-დივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს თანხები გაყინა. უფრო ადრე კი შვეიცარიელებმა სხვა დამხობილი რეჟიმების ანგარიშები გაყინეს. მათ შორის, ფილიპინების ლიდერ ფერდინანდ მარკოსისა და ნიგერიის პრეზიდენტ სანი აბაჩის. აბაჩის 800 მილიონი დოლარი ნიგერიის ახალ ხელისუფლებას ხუთი წლის შემდეგ დაუბრუნეს.