თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს.
ბი-ბი-სის ცნობით, მუამარ კადაფიმ ეს ისტორიული ნაბიჯი ლიბიის მომავლის, ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოს სახელით უნდა გადადგას. ამით, თურქეთის პრემიერის თქმით, ლიბიაში ძალადობა შეჩერდება.
შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საელჩოს დახურვის გადაწვეტილება მიიღო, რომელიც თურქეთში მუშაობდა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავდასხმის შემდეგ მიიღეს, რომელიც ტრიპოლის მცხოვრებლებმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის დიპლომატიურ კორპუსზე განახორციელეს.