შვედეთი საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ტექნიკურ დახმარებას ჰპირდება. აღნიშნული საკითხი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ თოიძემ, შვედ მეცნიერთან, კაროლინსკის უნივერსიტეტის პროფესორ ბენგტ ბიორკსტენსთან შეხვედრაზე განიხილა.
ბიორგსტენსმა თოიძეს თანამშრომლობის გეგმები გააცნო და როგორც მსოფლიოში ცნობილმა ალერგოლოგ-პედიატრმა და მრავალი ინოვაციური კვლევის ავტორმა, გამოცდილებები გაუზიარა.
"შვედეთი მზად არის საქართველოს ტექნიკური დახმარება გაუწიოს ალერგოლოგიაში, ფსიქიატრიაში, ძუძუთი კვების პოპულარიზაციასა და მეცნიერული კვლევების მეთოდოლოგიების დახვეწაში", - განაცხადა ბიორკსტენსმა.
შვედმა მეცნიერმა ქართველ მედიკოსებს შესთავაზა სასწავლო კურსის გავლა პროგრამით - "როგორ გავხდე მეცნიერი".