ქუვეიტის ერთ-ერთ გაზეთში ბინ ლადენის ანდერძი გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, "მსოფლიოს ნომერ პირველი" ტერორისტი ელოდა, რომ ახლობლის მხრიდან ღალატის შედეგად მოკლავდნენ.
ბინ ლადენის ანდერძი ოთხგვერდიანია და 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ სამ თვეშია დაწერილი. ბინ ლადენი ეჭვობდა, რომ მას დაახლოებული პირის მითითებით მოკლავდნენ. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს წინათგრძნობამ არ უღალატა: ერთ-ერთი ამერიკული ტელეარხის ცნობით აშშ-ის სამხედრობი ბინ ლადენის სამყოფელში მისმა დამხმარემ აბუ აჰმადმა მიიყვანა.
ბინ ლადენი თავის ანდერძში ცოლებს უბარებს - მისი სიკვდილის შემდეგ არ გათხოვდნენ, თავის ვაჟებს კი - არ იმუშაონ "ალ-ქაიდას" დანაყოფებში.
"ალ-ქაიდას" მეთაური ბოლო წლების განმავლობაში თავის ადგილსამყოფელს პაკიტანში არ ტოვებდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, იგი ცხოვრობდა ამ კომპლექსში ბოლო 5-6 წლის განმავლობაში და ფაქტობრივად არავის ეკონტაქტებოდა პერიმეტრს გარეთ. თუმცა ბინ ლადენი თავისი კომპლექსის შიგნით აქტიურ საქმიანობას აწარმოებდა.
აშშ-ის სპეცსამსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ თავის ადგილსამყოფელში ბინ ლადენი ამზადებდა აუდიო- და ვიდეომიმართვებს და "ალ-ქაიდას" რამდენიმე მეთურთა კავშირზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თავში გასროლით მოკლეს. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ბინ ლადენი საკუთარ სახლში, აბოტაბადში მოკლეს. დაკავებისას მან წინააღმდეგობოს გაწევა სცადა და ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მისი ლიკვიდაციის ოპერაციას 40 წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თვალყურს ადევნებდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ამოცნობის პროცედურის ჩატარების შემდეგ ბინ ლადენის ცხედარი ზღვაში გადააგდეს.