ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა აღარ გავრცელდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსში", სადაც შესაბამისი მუხლი უქმდება.
აღნიშნული ნორმით, "ცხოველთა სამყაროს ობიექტებით (გარდა კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა) სარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარად თუ ფარულად არღვევენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას", ისჯება ჯარიმით ოციდან ოთხმოც ლარამდე.
კანონპროექტის განმარტებით ბარათშია კი ნათქვამი, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა თავისი შინაარსით სცილდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებს და იმავდროულად, ბოლო წლების მონაცემებით, ამ ქმედების ჩადენის გამო, სამართალდამრღვევი გამოვლენილი არ არის.