სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" ორსულთათვის განკუთვნილ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტს "მედიქ ქარდ ბეიბის" ნერგავს. ამის შესახებ "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე 4 მაისს, 13:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
წლის დასაწყისიდან კომპანია მეორე უნიკალურ სადაზღვევო პროდუქტს გამოუშვებს და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ახალი პროდუქტის ინოვაციურობა კი ისაა, რომ პირველად სადაზღვევო ბაზარზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მშობიარობა დააზღვიოს ორსულობის პერიოდში (6თვემდე), ხოლო სადაზღვევო პრემია გადაიხადოს ეტაპობრივად, თვეში ერთხელ.
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" თანამშრომლობს თითქმის ყველა სამშობიარო სახლთან, რის შედეგადაც მომხმარებელს საშუალება მიეცემა სურვილისამებრ აირჩიოს მისთვის სასურველი სამშობიარო სახლი, სადაც მიიღებენ მაღალი ხარისხის სამეანო-სამშობიარო მომსახურებას.
"ალდაგი ბისიაი" თანამშრომლობს 300-მდე სამედიცინო დაწესებულებასთან მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიას 2006 წლიდან საკუთარი ამბულატორიული კლინიკების ქსელი აქვს. "ალდაგი ბისიაი" მონაწილეობას იღებს ჰოსპიტალური ქსელის განვითარების პროექტში. პროექტის თანახმად, კომპანია იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში საკუთარ ჰოსპიტალებს აშენებს.