ქვესადგურ "დიღომი-1"-ში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, 4 მაისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის ქუჩების, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რკინიგზის საავადმყოფოს, ქირურგიულ ინსტიტუტს, თერაპიულ ინსტიტუტს, მორფოლოგიის ინსტიტუტს, ბიოქიმიის ინსტიტუტს, ბოტანიკის ინსტიტუტს, ქარხანა "მიონს", საიუველირო ქარხანა "ზარაფხანას", ბეტონის ქარხანას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაცვის პოლიციას. Aამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.