დიდ ბრიტანეთში კამბრიის საგრაფოში მდებარე Sellafield-ის ბირთვულ ცენტრში აფეთქების მცდელობისთვის ხუთი ტერორისტი დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ "ალ-ქაიდას" მეთაურის ლიკვიდაციასა და Sellafield-ის ცენტრში აფეთქების მცდელობას შორის ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს.
ყველა დაკავებული 20-იდან 30 წლამდე მამაკაცია. ბოროტმოქმედნი მას შემდეგ აიყვანეს, რაც ბირთვული ობიექტების დაცვის წევრებმა ისინი შეაჩერეს და ბირთვული ცენტრის ახლოს გაჩერებული მათი ავტომობილები გაჩხრიკეს. მათ შესახებ ოპერატიული ინფორმაცია კი ობიექტის ვიდეოკამერის საშუალებით შევიდა.
მომხდარის სერიოზულობაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ გამოძიებას ანტიტერორისტული განყოფილება აწარმოებს. დამნაშავეები ტერორიზმის ბრძოლის კანონმდებლობის საფუძველზე აიყვანეს.
ცნობისთვის, ატომური კომპლექსი Sellafield-ი 1956 წელს გაიხსნა. მას დიდი ბრიტანეთი სამხედრო მიზნებისთვის პლუტონიუმის წარმოებისა და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებდა.
1957 წელს კი რეაქტორზე ხანძარი მოხდა, რამაც მსხვილი რადიაქტიური ნარჩენების ჰაერში გატყორცნა გამოიწვია. მომხდარი მსოფლიო ბირთვული ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ავარიად ითვლებოდა.