საქართველოში საყოველთაო ამნისტიის მიღწევის იმედი ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ოფისის მხარდაჭერით აქვთ.
როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენ ირმა ინაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის მხარდამჭერი წერილი მიიღეს.
ინაშვილი მტკიცებით, ეშტონის ოფისი ეხმაურება მის განცხადებებს და გამოთქვამს ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის სურვილს.
წერილი, მოძრაობამ 28 აპრილს მიიღო და მასში გამოხატულია კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ბრიუსელში განხორციელდება. კერძოდ, განხილული იქნება ის წინადადებები, რომელსაც სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა აყენებს ევროპარლამენტში.
მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანია ფართომასშტაბური საყოველთაო ამნისტიის აქტის გამოცემის აუცილებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლების პრობლემები და სხვა.
ინაშვილის განცხადებით, მისი მოძრაობის მიერ დასმულ პრობლემებზე, დაინიშნება ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის საკომიტეტო მოსმენა, სადაც განხილული იქნება სახალხო წინააღმდეგობის მიერ გაგზავნილი რამდენიმე საქმე. ინაშვილმა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ დაასახელა ის კონკრეტული 5 საქმე, რომელის განხილვასაც ევროპარლამენტში გეგმავენ.
მისი თქმით, საქმე ეხება პენიტენციალურ სისტემაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას და პატიმართა რაოდენობის კატასტროფულ ზრდას, მისი მონაცემებით, საქართველოში 40 ათასი პატიმარია, თუმცა ოფიციალურად ეს ციფრი 23 ათასს აღწევს და ამასთან ერთად, არ გადის დღე, რომ ერთი პატიმარი მაინც არ გარდაიცვალოს,