თბილისის მერიის სპიკერis ბაჩო დოლიძის განცხადებით, "მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას დღესაც აქტიურად აგრძელებს".
"კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემა დიდი ხანია, არსებობს და მისი მოგვარება ჩვენს ინტერესებში შედის. თბილისის მერიამ მიწითა და ბინებით უკვე 400 ოჯახი დააკმაყოფილა. ამჟამად შედგენილი და გადაცემულია დაზარალებულ ოჯახთა ახალი სია და ცენტრალურ მთავრობასთან ერთად აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა დოლიძემ.